დიდ ბრიტანეთში გადაუღებელი წვიმების შედეგეგად 800-ზე მეტი სახლი დაიტბორა. ბი-ბი-სის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ქალი, რომელსაც ხე დაეცა. დაიღუპა ერთი მამაკაციც, რომლის ავტომანანას ხე დაეცა და ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავტომაქანის მძღოლის გარდაცვალება სტიქიას არ უკავშირდება და ასეთი ავტოკატასტროფა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისისა და უელსის ზოგიერთი დასახლებული პუნქტი გზის დატბორვის გამო მოწყვეტილია გარემოს.
სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყნის ამ ნაწილში წვიმები არ შეწყდება.
მასალის გამოყენების პირობები