თბილისის შემდეგ მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლები სამუშო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. მძღოლები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის უფრო მასშტაბური ფორმით ჩატარებას გეგმავენ. როგორც ჟურნალისტებთან მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები აცხადებენ მათი ხელფასი მიზერული 150-200 ლარია. მძღოლებმა შესაბამისი მოთხოვნებით რამდენიმე დღის წინ რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელობას წერილობით მიმართეს და მიიღეს დაპირება, რომ პრობლემის განხილვა ათი დღის ვადაში მოხდებოდა, თუმცა მძღოლების განცხადებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდა.
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ორშაბათს დაგეგმილი იყო შეხვედრა რუსთავის მერიაში, სადაც მოხდებოდა მძღოლების მოთხოვნების განხილვა, თუმცა მძღოლებიც მაინც გაიფიცნენ.
შეგახსენებთ, დილიდდან რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს.