თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. თეთრი ფერის მერსედესის ემ-ელის მარკის ავტომობილში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცის ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზეა.
წინასწარი ინფორმაციით, მკლელობა ზაზიაშვილის ქუჩაზე არ მომხდარა და ის სხვა ადგილიდან მიოიყვანეს და იქ დატოვეს.
მამაკაცს სავარაუდოდ სამი ტყვია აქვს ნასროლი, ერთი შესაძლოა, იყოს საკონტროლო. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.