ხორვატიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივო სანადერს, ქრთამის აღების ბრალდებით ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სანადერი ხორვატიას 2003 წლიდან 2009 წლამდე მართავდა. გადადგომის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. ერთ წელიწადში ავსტრიაში დააკავეს, 2011-ში ავსტრია მის სამშობლოში ექსტრადირებას დაეთანხმა. განაჩენის გამოსატანად სასამართლოს ერთი წელი დასჭირდა.
სანადერი დამნაშავედ ცნეს ბალკანეთის ომისგან ფინანსური მოგების ძებნაში და ორი უცხოური კომპანიისაგან ქრთამების აღებაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევბს და აცხადებს, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს. სანადერი ნახევარი მილიონი ევროთიც დააჯარიმეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება, სავარაუდოდ, უარყოფითად აისახება ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, რაც 2013 წლისთვისაა დაგეგმილი.