ისრაელის მთავრობის თავმჯდომარე ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდო ვესტეველეს შეხვდა და ისრაელის უპირობო მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა ასევე, რომ თუ ცეცხლი მოწინააღმდეგეთა მხრიდან არ შეწყდება ისრაელი იძულებული იქნება არმიის მოქმედებების გაფართოებისათვის იზრუნოს.
"ისრაელი შექმნილი სიტუაციიდან დიპლომატიურ გამოსავალს და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ეძებს. თუმცა, თუ ცეცხლი არ შეწყდა და დაცხრილვა გაგრძელდა , ჩვენ იძულებულნი ვიქნებით არმიის მოქმედების გაფართოებისათვის შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, და ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე არ შევჩერდებით".