"ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი ნესტან კირთაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ორთვინ ჰენიგს შეხვდა.
შეხვედრაზე ნესტან კირთაძემ გერმანიის ელჩს ევროპისაგან აღიარებული ქართული სამშვიდობო ინსტიტუციის ერთწლიანი საქმიანობის შედეგები და მომავალი 2013 წლის სამოქმედო გეგმა და პრაქტიკული დღის წესრიგი გააცნო, მათ შორის, ინფორმაცია გადასცა მისი მომავალი ვიზიტისა და ოფიციალური შეხვედრების შესახებ ბერლინში, გერმანიის უმაღლეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ და საექსპერტო წრეებთან, საერთაშორისო ფონდებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენმლებთან, ბუნდესტაგის დეპუტათებთან და მედიასთან.
"ეს არ არის იოლი გზა, უფრო მეტიც, ეს ურთულესი გზა და სფეროა, რომელიც თქვენ აირჩიეთ თქვენს პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმიანობაში, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა თქვენს ბიოგრაფიაში, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევით შედეგს აუცილებლად მოიტანს."- აღნიშნა შეხევდერაზე გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა.
ნესტან კირთაძემ გერმანიის ელჩს საქართველოში "ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" კონკრეტული პროექტებიც გააცნო, რომელიც უკვე წარდგენილია ევროპისა და რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურების წინაშე და აღნიშნა, რომ: - "მე თავად პროფესიონალი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ვარ. წლების მანძილზე ვუკითხავდი სტუდენტებს კონფლიქტოლოგიასა და დიპლომატიის ისტორიას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ვერცერთი კონფლიქტოლოგი ვერ დადებს ისეთ შედეგს, რა შედეგებიც მოაქვს ფორმატს - "ხალხი ხალხისათვის" ანუ ადამიანებს შორის კონკრეტულ ურთიერთობებს, ხალხებს შორის კონკრეტულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დაეყრდნოს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და აკადემიური ურთიერთობების საყრდენებს; დიპლომატიის ვერცერთი მიმართულება ვერ დადებს ისეთ შედეგებს, რასაც სამოქალაქო დიპლომატია განახორციელებს, რომელიც არის ყველაზე მოქნილი და გაბედული და რომელიც ეფუძნება ყველაზე ძლიერ მანდატს - მშვიდობისა და ხალხებს შორის ურთიერთობის აღდგენის მანდატს" - განაცხადა ნესტან კირთაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრის დროს.
შეხვედრის დროს მხარეებმა, აგრეთვე ისაუბრეს ახალი ფორმატების განხორციელების შესაძლებლობებზე, რომლისთვისაც მზადებას უკვე ახორციელებს "ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა" და რის შედეგებსაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოება ახლო მომავალში იხილავს.
გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა "ქართულ-აფხაზურ და ოსურ ევროპულ საერთაშორისო მოძრაობას" და ნესტან კრითაძეს გულწრფელი წარმატებები უსურვა და გერმანიის საელჩოს მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა საერთაშორისო მოძრაობასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.