გამოძიება, შესაძლოა, ირაკლი კოდუას, გიგი უგულავასა და გია ბარამიძის საქმეებით დაინტერესდეს, _ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
,,ამ ადამიანების სახელებისა და გვარების ხსენება კანონით აკრძალული არ არის და ყველა ჩვენ განცხადებაში მეც, მთავარი პროკურორი და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები მუდმივად ვახსენებთ სიტყვას შეიძლება. Mმავანს, რომ ეს არ უნდა გაიგოს სხვა პრობლემაა, მაგრამ ის, რომ შეიძლება არაერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დაგეს, თუ მტკიცებულებები შეგროვდა ეს არის ფაქტი და ასეა ყველგან და მათ შორის ჩვენ ქვეყანაში. თუ შეიკრიბა მყარი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", -განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავებმა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავეს.