თურქეთმა, შესაძლოა, დღესვე მიმართოს ნატოს, "პეტრიოტის" ტიპის რაკეტების სირიის საზღვართან განთავსების მოთხოვნით, რაც სიტუაციის გამწვავებასთან არის დაკავშირებული. როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, მსგავსი პოზიციით უკვე გამოვიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ტომას დე მეზერი ბრიუსელში.
თურქეთის მხარე ადრეც აცხადებდა, რომ ეს საკითხი იმ შემთხვევაში დაისმებოდა, თუ სირიული შეტევები არ შეწყდებოდა. როგორც ერთ-ერთი თურქი მაღალჩინოსანი აცხადებს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა სირია-თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთზე განთავსდება. უკანასკნელ დღეებში თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე სირიული ბომბი ჩამოვარდა.
გერმანია და ჰოლანდია მზად არიან თურქეთის მოთხოვნის შესასრულებლად. ეს ორი ევროპული ქვეყანაა მხოლოდ, რომლებიც ამერიკულ "პეტრიოტის" ტიპის რაკეტებს ფლობენ. ჯერჯერობით, საკითხი გადაწყვეტილი არ არის.