ისრაელმა "ჰამასს" ღაზის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმების შეწყვეტისათვის 36 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა: თუ მოძრაობა ქვეყნის ტერიტორიის სარაკეტო დარტყმებსა და ღაზის სექტორის იარაღით მომარაგებას არ შეწყვეტს ისრაელის შეიარაღებული ძალები იერიშს გააძლიერებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელ7 "კოლ ისრაელზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ეგვიპტის შუამავლობით ისრაელის მიერ "ჰამასის" ხელმძღვანელობისათვის ულტიმატუმის წაყენების შესახებ განცხადება ისრაელის ფინანსთა მინისტრმა იუვალ შტანიცმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, ებრაული სახელმწიფო ამჟამად "გზაგასაყარზე" იმყოფება: ამ დაისადგურებს სიმშვიდე ან დაიწყება სამხედრო ოპერაციის სერიოზული გაფართოება. ბოლო შემთხვევაში საუბარი შეიძლება მიდიოდეს საკითხის "მთლიანად სამხედრო გზით გადაწყვეტაზე".
შეგახსემენთ, რო, სამხედრო დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის 14 ნოემბრიდან გამწვავდა. 19 ნოემბრის მონაცეემებით, კონფლიქტის შედეგად უკვე დაიღუპა 80 პალესტინელი და 3 ებრაელი.