ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ვაჟი გილარ შარონი გაზეთ Jerusalem Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხმამაღლა ამბობს იმას, რაზეც ებრაელი პოლიტიკოსები დუმილს ამჯობინებენ. შარონი ღაზადან მომავალი პალესტინური ტერორიზმის პრობლემის "საბოლოოდ გადაწყვეტას" მოითხოვს.
შარონი წერს: "სურვილი იმისა, რომ თავიდან აირიდო ღაზაში მცხოვრები უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, საბოლოო ჯამში მივა იმ ადამიანების სიკვდილამდე, რომლებიც მართლაც არაფერში არ არიან დამნაშავენი - ეს ისრაელის სამხრეთ ნაწილის მცხოვრებლებია. ღაზას მცხოვრებლებლები უდანაშაულონბი არ არიან. მათ "ჰამასი" აირჩიეს. ღაზის მცხოვრებლები მძევლები არ არიან, მათ თავისუფლად აირჩიეს თავიანთი მთავრობა და ახლა შედეგებზე პასუხი უნდა აგონ".
"რატომ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი მოქალაქეები რაკეტების ქვეშ და რატომ უნდა იყოს ჩვენი ხელები ზურგსუკან გაკრული? რატომ აქვთ ღაზის მცხოვრებლებს იმუნიტეტი? სირიელებს რომ დაეცხრილათ ჩვენი ქალაქები, ჩვენ დამასკოს არ დავბომბავდით? კუბას რომ იერიში მიეტანა მაიამიზე, შედეგებით ჰავანა არ დაზარალდებოდა? არ არსებობს არავითარი გამართლება იმისა, რომ ღაზიდან ჩვენი ქალაქები იცხრილება.
ჩვენ მიწასთან უნდა გავასწოროთ ღაზის კვარტლები. მთელი ღაზა მიწასთან უნდა გავასწოროთ. ამერიკელები არ გაჩერებულან ჰიროსიმაზე - იაპონელები ძალიან ნელა ნებდებოდნენ და ამერიკელებმა ნაგასაკი დაბომბეს", _ წერს შარონი.
მისივე თქმით, ღაზაში არ უნდა არსებობდეს ელექტროენერგია, წყალი და მოძრავი ავტომობილები. აი მაშინ მოითხოვენ ისინი მართლაც ცეცხლის შეწყვეტას.
"ეს რომ მოხდეს ჩვენი ჯარისკაცებისა და სამოქალაქოების სიცოცხლე შენარჩუნებული იქნება. თუ მთავრობა ამისათვის მზად არ არის, ამისი ერთადერთი ალტერნატივა ღაზის სრული ოკუპაციაა - არა რამდენიმე კვარტლის ოკუპაცია, როგორც ეს ერთ დრო უკვე იღო - არამედ მთელი ღაზის - ისე, რომ სარაკეტო იერიშები შეწყდეს",_ წერს გილარ შარონი.