გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტოროების დაცხრილვის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. მან ასევე გააკეთა განცხადება იმის შესაცხებ, რომ ქაიროში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად მიემგზავრება.
წუხელ ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით ცეცხლი კვლავ გახსნა. თავის მხრივ, "ჰამასის" ბოევიკებს რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით არ შეუწყვეტიათ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გუშინდელი დღე გახდა ყველაზე სისხლიანი ამ დაპირისპირების დაწყებიდან. ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა ავიადარტყმამ ღაზის სექტორის საცხოვრებელი კვარტლის მიმართულებით 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავად ისრაელის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე "ჰამასის" ბოევიკების ხელმძღვანელების საცხოვრებელი სახლებია.
მედიკოსების მონაცემებით, დაღუპული პალესტინელების რაოდენობამ დაპირისპირების დაწყებიდან უკვე 80 ადამიანს მიაღწია. კონფლიქტის მსხვერპლი ასევე გახდა სამი ებრაელი.
"ჰამასის" ბოევიკებმა რაკეტები ისრაელის რამენიმე ქალაქის მიმართულებით გაუშვეს. ისრაელის ხელუსუფლების განცხადებით, სულ ისრაელამდე 76 რაკეტამ მიაღწია, მაშინ როდესაც 36 რაკეტა ჩამოგდებულ იქნა. პალესტინა -ისრაელის კონფლიქტის გამწვავების ხუთი დღის განმავლობაში დაღუპულია სულ მცირე 72 პალესტინელი და სამი ებრაელი. სავარაუდოდ, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლე იყო. მოლაპარაკებები და მცდელობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ დროისათვის კვლავ მიმდინარეობს.