სამხედრო ოპერაცია ღაზაში გრძელდება და ის გაფართოვდება იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება შეიქმნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეღანიაღუმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები, რომელთანაც ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო საუბრები გამართა, გაგებით ეკიდებინა ისრაელის პოზიციას და აღიარებენ მისი თავდაცვის უფლებას.
ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო დღების განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში ისრაელის ავიაციამ შეტევა მიიტანა ათასზე მეტ სხვადასხვა სამიზნეზე, რომელებიც სხვადასხვა ფორმით ტერორისტულ საქმიანობას უკავშირდება. პირველ რიგში საუბარია რაკეტების გასაშვებ დანადგარებზე, იარაღის საწყობებზე, ქარხნებზე სადაც აწარმოებენ შეიარაღებას და თავად ტერორისტებზე.
ნეთანიაღუმ აღნიშნა, რომ "ჰამასი" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან, ცახალი (ისრაელის არმია) კი მზადაა გააფართოვოს სამხედრო ოპერაცია.
"მე გავაგრძელებ დიალოგს მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერებთან, ვაფასებ მათ გაგებას ისრაელის თავდაცვის უფლებაზე. ჩემს საუბრებში, მე ხაზგასმით ავღნიშნავ, ისრაელის მცდელობას არ მივაყენოთ ზიანი სამოქალაქო მოსახლოებას, მაშინ როდესაც "ჰამასი" და სხვა ტერორიტული ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ რათა ავნონ ისრაელის მოქალაქეებს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაღუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა რეზერვისტს, რომელბიც პირველივე მოწოდებაზე საკუთარ სამხედრო ბაზებზე გამოცხადნენ.
"ღაზას სექტორში ოპერაცია გრძელდება და ჩვენ მის გასაფართოებლად ვემზადებით", - ხაზგასმით აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაღუმ.
მასალის გამოყენების პირობები