გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები თავდებში უდგებიან. როგორც ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ მოხდა ნარკოტიკების, იარაღის ჩადება და ამ გზით დააკავეს თენგიზ გუნავა.
,,თენგიზ გუნავას თავდებში ვუდგები. Gუკანასკნელმა დღეებმა ის ფაქტობრივი გარემოები გამოავლინა, რაც მის დაკავებას წინ უძღოდა. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ მოხდა ნარკოტიკების, იარაღის ჩადება და ამ გზით იქნა ადამიანი დაკავებული. ვფიქრობ, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ ტიპის ქმედებები მოახდინა, რაც მიმართულია სამართლიანობის, დემოკრატიის წინააღმდეგ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს და ძირშივე აღკვეთოს ისეთი მოვლენები, რომელიც ადამიანების პიროვნულ თავისუფლებას ხელყოფს", _განაცხადა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო თენგიზ გუნავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობას. ამასთან გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარება ედება.