ისრაელის მთელი რიგი პორტალები, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა: ნაწილი საერთოდ გათიშულია, ნაწილზე კი პალესტინელების და მოძრაობა „ჰამასის" მხარდამჭერი შეტყობინებები გამოჩნდა. მთლიანობაში, 87 იქნა გატეხილი - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ანონიმუსმა" აიღო - აქციამ მიიღო სახელწოდება - „ისრაელის ოპერაცია".
შეტევა ისრაელის მთავრობის მუქარის შემდეგ განხორციელდა. ისრაელის ხელისუფლებამ, მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ტელეკომუნიკაციის ყოველგვარ საშუალებას დაბლოკავდა. ჰაკერები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ისრაელის არმიამ ინტერნეტში საკუთარი საინფორმაციო კამპანია გააჩაღა. როგორც ცნობილია, შეტევის დაწყების შემდეგ, ღაზას სექტორში 450 სამიზნე იქნა განადგურებული. მოკლულთა რიცხვი 20-ს, ხოლო დაჭრილთა - რამდენიმე ასეულს აღწევს.