მცირე ბიზნესი გადასახადების გამარტივებას ითხოვს. ფინანსთა სამინისტრო კი მზადაა, მათი წინადადებები მოიმინოს და განიხილოს. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე რადიო "კომერსანტის" პირდაპირ ეთერში მას შემდეგ აკეთებს, რაც ცნობილი ხდება, რომ მთავრობამ შესაძლოა, მცირე მეწარმეებს ფიქსირებული გადასახადის დაუწესოს.
მისი თქმით, მომავალ კვირაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მცირე მეწარმეებს შეხვდებიან და გადასახადების გამარტივებასთან დაკავშირებით ორივე მხარე თავიანთ წინადადებებს წარმოადგენს.
სირაძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ახლა კონკრეტულ წინადადებებს მცირე ბიზნესისგან ელოდებიან. კითხვაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ამ ცვლილების მიღება, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ დროისათვის მცირე მეწარმეებთან მიმდინარეობს მუშაობა და ზუსტად როდისთვის მოხდება მისი მიღება, ჯერ ამის თქმა ძნელია. თუმცა სირაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხის შემუშავება დროში არ გაიწელება.