ორგანიზაცია "ჰამასი" დათანხმდება ცეცხლის შეწყვატას, თუ ისრაელი თავის მხრივ შეწყვეტს მისი აქტივისტების "წერტილოვან ლიკვიდაციას". შესაბამის ინფორმაციას რადიო "პაილისტინ ალ-იამი" ავრცელებს, რომელსაც "ისლამური ჯიჰადი" აკონტროლებს.
რადიოსადგურის აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აზუსტებს, რომ ის მიღებულია ეგვიპტის ოფიციალური პირისგან, რომელსაც დღეს "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრი ჰალიდ მაშალემი შეხვდა.
ამის პარალელურად კონფლიქტის ზონაში გრძელდება ურთიერთ სარაკეტო დარტყმები.