ისრაელში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც ისრაელის ტელევიზიის მე-10 არხის დაკვეთით ჩატარდა, გამოკითხული ებრაელების 76 % ღაზას სექტორში ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელებას უჭერს მხარს, ხოლო 22 % კი მიიჩნევს, რომ ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტისათვის ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთოს.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ ვინ შეძლებს შექმნილ სიტუაციაში არსებულ საფრთხეებთან უკეთ გამკლავებას გამოკითხულთა 41 % -მა პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაასახელა. 18 % -მა განაცხადა, რომ ეჰუდ ბარაკს ენდობა, 7 % მა კი ყოფილი პრემიერი ეჰუდ ოლმერტი დაასახელა.