ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი აცხადებს, რომ ოპერაცია "ღრუბლიანი ძელის" მიზანი ისრაელის სამხრეთ ნაწილში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარება, ისრაელის შემაკავებელი ძალის აღდგენა და ღაზაში არსებული შორეული რადიუსის სარაკეტო არსენალის განადგურებაა.
"ეს სრულმასშტაბიანი ომი არ არის, არამედ ეს არის ოპერაცია, რომელსაც გარკვეული მიზანი აქვს. ჩვენ ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისათვის მზად ვართ და თუ მისი საჭიროება გაჩნდება უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ ღაზაში შევედით, ბოლომდე უნდა მივიდეთ და შუა გზაში არ უნდა გავჩერდეთ", _ განაცხადა ლიბერმანმა.
ამასთან ერთად, დღესვე "ისლამური ჯიჰადის" ერთ ერთმა მეთაურმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელის საუბრები იმაზე, რომ ის მზადაა სამხედრო ოპერაციისათვის და მან 75 ათასი რეზერვისტის მობილიზება მოახდინა - ბლეფია ფსიქოლოგიური ომის ფარგლებში. მისივე თქმით, ყველაფერი პირიქითაა და ისრაელი საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ცდილობს.