ეგვიპტეში, სასკოლო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, 47 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშეითედ პრესი" ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, დილით, ქალაქ მანფალუტში მოხდა, რომელიც პროვინცია ასიუტში, ქაიროდან სამას კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის მონაყოლის მიხედვით, თვითმხილველებმა შეამჩნიეს, რომ მატარებლის გადასასვლელი გახნილი იყო და ავტობუსმა მაშინ დაიწყო რკინიგზის რელსებზე გადასვლა, როცა მატარებელი გამოჩნდა.
„როიტერის" ინფორმაციით, ეგვიპტეში, მოძრაობის წესების უსაფრთხოების დაბალი ხარისხის გამო, საავტომობილო და სარკინიგზო ინციდენტები ხშირად ხდება. ამჯერად, როგორც ეგვიპტის ტელევიზია იუწყება, უკვე გადადგა თანამდებობიდან ტრანსპორტის მინისტრი, ხოლო ასიუტში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.