რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Pussy Riot-ის წევრი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა. კრემლის მეთაურმა, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მისი პერფომანსი გაახსენა, რომელიც ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, 2008 წელს შედგა. პუტინმა ეს განცხადება ანგელა მერკელის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელმაც „ეკლესიაში გამოსვლის გამო დაპატიმრებული გოგონების" შესახებ ისაუბრა.
„იცის მან, რომ მანამდე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ებრაელის თოჯინა გააკეთა და თქვა, რომ ასეთებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ? ჩვენ არ დავუჭეთ მხარს იმ ადამიანებს, რომლებიც ანტისემიტურ პოზიციას იკავებენ. გთხოვთ, თქვენც ასე მოიქცეთ" - მიმართა პუტინმა პუბლიკას.
რუსეთის პირველ პირს მხედველობაში ჰქონდა აქცია „ომი", სადაც აქტივისტებმა პერფომანსი წარმოადგინეს, რამდენიმე პირის მონაწილეობით, რომელთაგან ერთ-ერთი, „ჰომოსექსუალი", ამავე დროს ებრაელი იყო.