ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ წუხელ აშშს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეფონით ესაუბრა. ებრაული მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მას კარგად ესმის თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდა ისრაელი. მან ასევე მადლობა გადაუხადა ობამას იმისათვის, რომ იგი გაგებით ეკიდება იმ ზომებსაც, რომლებსაც ისრაელმა თავდაცვის მიზნით მიმართა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტს მუჰამმედ მურსისსაც და მას "ძაისხმევისათვის რეგიონში მშვიდობის შესაბარჩუნებლად" მადლობა გადაუხადა.
ებრაული მედია თეთრ სახლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოტავს ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის შესაძლოა განხორციელების შედეგებზე. კერძოდ, არსებობს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ "სამხედრო ოპერაცია "ჰამასს" გააძლიერებს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, აშშ-ს კონგრესმა უპირობოდ და ერთხმად დაუჭირა მხარი ისრაელის თავდაცვის უფლებას. ამასთან, ეს რეზოლუცია კენჭისყრაზე რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ერთდროულად შეიტანეს.