ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების აშდოდის და და გან-იავნის მიმართთულებით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.
რადიოსადგურ "კოლ ისრაელის" ინფორმაციით, ჰარსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.მოსახლეობა აცხადებს, რომ სულ მცირე შვიდი უძლიერესი აფეთქების ხმა გაიგონეს.
პარალელურად "ჰამასის" მიერ ორჯერ დაიბომბა სდეროტი.
შემდეგ განგაში გამოცხადდა აშკელონშიც სადაც რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამ დროისთვის ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ აშკელონსა და აშდოდში ისრაელში ემიგრირებული მრავალი ქართველი ებრაელი ცხოვრობს.