თელ-ავივში თბილისის დროით 14:30 საათზე ორი ბომბი აფეთქდა. ისრაელის საინფორმაციო საშუალები იტყობინებიან, რომ ქალაქში განგაში გამოცხადაა, რომ შემდეგაც 2 წუთში ორი აფეთქება მოხდა.
გავცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტები დაუსახლებელ ტერიტორიაზე აფეთქდა და არავინ დაშავებულა.
ისრაელის ტელევიზიის მოერე არხის ინფორმაციით, რაკეთები ღაზა-სიტის საცხოვრებელი კვარტალიდან იქნა გაშვებული.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ჰამასის შეიარაღებული ფრთა თელ-ავივის მიმართუილებით რაკეტებს უშვებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტირის ავიდამბომვები მას შემ,დეგ დაიწყო, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიების სარაკეტო დაბომბვები განახორციელა.
ისრაელის სამხედრო ძალლების წარმომადგენელთა განცხადებით ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის აჰმედ ჯაბარის ლიკვიდაცია ღაზას სექტორში ექსტრემისტული დაჯგუფებების, მათ შორის ჰამაისა და "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი ოპერაციის დასაწისია.
ჰამასის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისრაელმა "ჯოჯოხეთის კარები გააღო"
თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ძალებმა ავაიდარტყმა ღაზას სექტორში მოძრავ ავტომობილზე მიიტანეს, რომელშიც პალესტინელი სამხედრო მეთაური იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ქვეყნის ხლისუფლებამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჰამასის დაჯგუფების ლიდერების ინდივიდუალური ლიკვიდაციის ტაქტიკის განახლებას.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა სამხედრო სამსახურში 30 ათასი რეზერვისტი გაიწვია. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებამ გააჩინა მოსაზრება, რომ ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.
გუშინ ღაზას სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით ორი რაკეტა იქნა გაშვებული. ისრაელის დედაქალაქში, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პალესტინელების მხრიდან თელ-ავივის დაბომბვის გადაწყვეტილება კონფლიქტის ესკალაციას ნიშნავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტური მოქმედების შედეგად, ერთი რაკეტა ქალაქ რიშონ-ლე-ციონთან, თელ-ავივიდან სამხრეთით, მეორე კი ზღვაში ჩავარდა.
ბოლო ორი დღის საბრძოლო დაპირისპირებას ისრაელის მხრიდან სამი პალესტინის მხრიდან 15 ადამიანი შეეწირა.
14 ნოემბრიდან ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან 300 ჭურვი იქნა ნასროლი. უმეტესი მათგანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ მოიგერია, თუმცა ერთი ჭურვი ქალაქ ქირიატ-მალახში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა.
"ისლამური ჯიჰადის" სამხედრო ფრთის განცხადებით, თელ-ავივისკენ გაშვებული იქნა ირანში დამზადებული რაკეტა.
15 დაღუპული პალესტინელიდან უმეტესობა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრია. თუმცა დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. მათ შორის დაიღუპა ბი-ბი-სის არაბეთის სამსახურის თანამშრომლის ჯიხად მიშარაუის 11 თვის ვაჟი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მის დაპირისპირებაში ჰამასის დაჯგუფებასთან, შესძლოს მაქსიმალურად აიცილოს თავიდან მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.