ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღაზას სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული ოპერაცია შეაფასა და თელ-ავივის ქმედებებს ტერორიზმი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ მედია-საშუალებები ავრცელებენ.
"ირანი, ისრაელის შეიარაღებული ძალების მოქმედებას, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, აფასებს როგორც ტერორიზმს და გმობს მას" - განაცხადა ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრმა და ასევე, დაგმო იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დუმილი, რომლებიც, ირწმუნებიან, რომ ადამიანის უფლებებს იცავენ.
როგორც ცნობილია, ისრაელის არმიამ 14 ნოემბერს ოფიციალურად ცნო ორგანიზაცია ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის მის მიერ ლიკვიდაცია და ღაზას სექტორში, მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის შესახებ გამოაცხადა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა დაახლოებით 15 ადამიანი, მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც. საპასუხო ოპერაცია ისრაელმა მას შემდეგ წამოიწყო, რაც პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ღაზას სექტორში შექმნილ სიტუაციას, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და მხარეებს დაზავებისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები