,,ის, რომ წარსულში ვიღაც პოლიტიკაში იყო, ან ეკავა მაღალი თანამდებობა იმუნიტეტად მიჩნეული არ იქნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადამიანების პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.
,,ის, რომ წარსულში ვიღაც პოლიტიკაში იყო, ან ეკავა მაღალი თანამდებობა იმუნიტეტად მიჩნეული არ იქნება. დღეს ვინმეს პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს. დღეს მიმდინარობს გამოკვლევა ვინ ჩაიდინა წარსულში დანაშაული და ვინ დააზარალა", _განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა სხვადასხვა ბრალდებით მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.