გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკა კიბერ-არმიას, მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არმია ირანმა რამდენიმე თვის წინ ჩამოაყალიბა, მსგავსი "შენაერთი" უკვე დიდი ხანია ჰყავს მსოფლიოს ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. თანამედროვე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი სულ უფრო კომპლექსური ღონისძიება ხდება. 21-ე საუკუნეში, წინა პლანზე ახალი, მაღალი ტექნოლოგიები გამოდის, რომელნიც სამხედრო საქმეში ნამდვილ რევოლუციას ახდენენ.
ინფორმაციული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სახელმწიფოებმა, შესაბამისმა სტრუქტურებმა მომავალში, საბრძოლო სისტემის ფარგლებში, მიიღონ წვდომა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებზე, ანალიტიკურ ცენტრებზე, დროულად მოხვდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს გლობალურ საინფორმაციო ქსელში დაახლოებით 7 მილიონი კომპიუტერი და 15 ათასი სხვადასხვა კომპიუტერული ქსელია ჩართული. მათი ნაწილი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.
პირველი კიბერ-მეთაურობის შესახებ განცხადება, 2006 წლის დასასრულს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, მაიკლ უინმა გააკეთა. მისი ფორმირება 2007 წელს მოხდა და საბრძოლო შემადგენლობის ჩამოყალიბება 2008 წელს დასრულდა. მეთაურად დანიშნულ იქნა გენერალ-ლეიტენენტი რობერტ ელდერ უმცროსი. პენტაგონის კომპიუტერებზე მსხვილი ჰაკერული შეტევების შემდეგ, აშშ-ის მთავრობა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განევითარებინა.
დღესდღეობით, ამერიკული 25 კიბერ არმიის ფუნქციას წარმოადგენს საინფორმაციო მომზადება საავიაციო მეთაურობის საბრძოლო მისიებისათვის. მათი მეშვეობით, ასევე, ხდება ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა, რედიოელექტრონული ბრძოლა, დაკვირვება და დაზვერვა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, ჰაკერების შეტევებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც პერიოდულად ხორციელდება სამხედრო-საინფორმაციო ქსელზე, ასევე, საპასუხო კიბერ დატყმები თავდამსხმელ სერვერებზე. განყოფილების თანამშრომელთა პირადი შემადგენლობის მოსამზადებლად, სპეციალურად იქნენ მოწვეულნი სამხედრო-სამეცნიერო სპეციალისტები.
ამერიკელი ექსპერტები კიბერ არმიებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამახვილდეს ელექტრონული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის დაზვერვის გასაძლიერებლად. ამ მხრივ დიდი სამუშაო ტარდება. აშს-ის კი უკვე სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის, მოწინააღმდეგეებმაც მიბაძეს, რომლებიც თავდაცვის ბაზაზე საკუთარ კიბერ-არმიების ქმნიან და აძლიერებენ.
მასალის გამოყენების პირობები