"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დააკავებულია გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა და შეიარაღებული ძალების სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე.
მისი თქმით, თენგიზ გუნავა ეჭვმიტანილია ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაში.ხოლო ალექსანდრე გორგაძე დააკავეს სენაკის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის საქმესთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებით ბრალი ბაჩო ახალაიასაც აქვს წაყენებული.