ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, შესაძლოა სპეციალური კანონი მიიღონ - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. კანონის მიხედვით, იმ რუს ჩინოვნიკებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და კორუფციაში არიან შემჩნეულნი, ბანკის ანგარიშები გაეყინებათ და ამერიკულ ვიზაზე უარს ეტყვიან.
კრემლმა უკვე შეაფასა ეს ინიციტივა და მას რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი უწოდა. აშშ-ში, მსგავსი კანონის შემოღებაზე მსჯელობა სერგეი მაგნიტსკის საქმის შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებაში არსებული კორუფციია წინააღმდეგ, ადვოკატმა სერგეი მაგნიტსკიმ გამოძიება აწარმოა და მსხვილ საგადასახადო მაქინაციებს ახადა ფარდა, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ მაგნიტსკი თავად დააპატიმრა. ადვოკატი, წინასწარი დაკავების საკანში, დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები