აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნიუ-იორკის მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომელიც დამანგრეველმა ქარიშხალმა "სენდიმ" მე-17 დღეა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ობამა შეცადა დამეშვიდებინა მოსახლეობა და დაჰპირდა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა პრობლემები უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას.
პრეზიდენტმა ვეტმფრენით დაათვალიერა კუნისის რაიონები, სადაც ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი სახლი განადგურდა. იგი ასევე შეხვდა სტეიტენ-აილენდის მოსახლეობას, რომლებიც საცხოვრებელი სახლების გარეშე არიან დარჩენილნი.
შეგახსენებთ, რომ ქარიშხალმა სენდიმ აშშ-ში 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნიუ-იორკში 43 იმსხვერპლა. პირველ დღებშიუ ელექტროენბერგია არ მიეწოდენოდა 7 მილიონამდე ადამიანს. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 25 ათასი ადამიანი.