თბილისი გრანდიოზულ ჩინურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის დეტალებთან დაკავშირებით, დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში ბრიფინგი გაიმართება.
საქართველოს სავაჭრო პალატა, ჩინეთის საელჩო და "ჰუალინგის ინდუსტრიული ჯგუფი" გამოფენის დეტალებზე ისაუბრებენ, რომელიც თბილისში 22-23 ნოემბერს გაიმართება. "ჩინეთის სიანძის საექსპორტო საქონლის გამოფენა 2012" საქართველოში პირველად ტარდება.