H1N1 ვირუსით ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცი, ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად ღუდუშაურის კლინიკაში დღეს დაიღუპა.
მას ე .წ. ღორის გრიპი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ მას ვირუსულ დაავადებასთან ერთად ტუბერკულოზი ჰქონდა.
საქართველოში ეს უკვე H1N1 ვირუსით გარდაცვალების 29-ე შემთხვევაა.