ბიზნესის კეთების მხრივ საქართველომ 141 ქვეყანას შორის 50-ე პოზიცია დაიკავა. რეიტინგის თანახმად, რომელიც ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა, ბიზნესის კეთების მხრივ საქართველოს რეგიონის ლიდერია, რადგანაც გამოცემის რეიტინგით ის მნიშვნელოვნად უსწრებს აზერბაიჯანისა და სომხეთის ამჟამინდელ სარეიტინგო პოზიციებს.
Forbes-ის ინფორმაციით, საქართველომ გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუმინეთი (60-ე ადგილი), მონღოლეთი(64-ე ადგილი), ყაზახეთი (70-ე ადგილი), აზერბაიჯანი (73-ე ადგილი) სომხეთი (77-ე ადგილი), მოლდოვა (92-ე ადგილი), უკრაინა (104-ე ადგილი), რუსეთი (105-ე ადგილი), ტაჯიკეთი (111-ე ადგილი), არგენტინა (113-ე ადგილი), ყირგიზეთი (124-ე ადგილი).
Forbes-ის ინფორმაციით, ბიზნესის კეთების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა ახალი ზელანდიაა. რეიტინგის „ტოპ-10" ასე გამოიყურება: ახალი ზელანდია, დანია, ჰონკონგი, სინგაპური, კანადა, ირლანდია, შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი.
უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის შედგენისას, 141 ქვეყანა 11 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა, მათ შორის: საკუთრების უფლება, ინოვაციები, საგადასახადო სისტემა, კორუფციის დონე, თავისუფლების დონზე, ინვესტორი უფლებების დაცვა და საფონდო ბაზარის საქმიანობა..