თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაკავებულია და მოდულის შენობაშია გადაყვანილი. ხიზანიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ.
"აღნიშნულ საქმეზე დღეს, 15 ნოემბერს, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებულნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ვაჟა ლილუაშვილი. დაკითხვას ესწრება ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
შოთა ხიზანიშვილი შსს-ის ადმინისტრაციის უფროსი იყო. შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდეგ კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ცოტყა ხნის წინ კი შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა