"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პრეზიდენტის წინააღმდეგაა მიმართული.
"ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს. ერთი მხრივ, ცდილობს პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გაიყვანოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამისთვის შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, მეორე მხრივ კი, პრეზიდენტის ერთ-ერთი დასაყრდენი უწყების, ქალაქის მერის მოადგილეს აკავებს", - განაცხადა ბარამიძემ ბრიფინგზე.
ბარამიძე შოთა ხიზანიშვილის დაკავებას დედაქალაქის მერსა და პრემიერ-მინისტრს შორის მთავრობის სხდომაზე მომხდარ შეკამათებას უკავშირებს.
"ბრიუსელში ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის აპირებს ახალი, ცივილიზებული ურთიერთობები იქონიოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციასთან, რაც მისასალმებელია, თუმცა, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს. დღეს დააკავეს მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. ეს ნაბიჯები არის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული. ეს არის პირადი ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა. მათ აინტერესებთ ზეწოლა, მუქარა და დაშინება, რომ არ ამოიღონ ხმა ოპონენტებმა. ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ", - აცხადებს ბარამიძე.