თბილისი გრანდიოზულ ჩინურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის დეტალებთან დაკავშირებით ბრიფინგი, ხვალ, 16 ნოემბერს 12:00 საათზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების კანცელარიაში გაიმართება. სადაც საქართველოს სავაჭრო პალატა, ჩინეთის საელჩო და „ჰუალინგის ინდუსტრიული ჯგუფი" გამოფენის დეტალებზე ისაუბრებენ, რომელიც თბილისში 22-23 ნოემბერს გაიმართება. „ჩინეთის სიანძის საექსპორტო საქონლის გამოფენა 2012"-- საქართველოში პირველად ტარდება.