სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრთან მისი ადვოკატი დავით დეკანოიძე იმყოფება. როგორც ჟურნალისტებთან დეკანოიძემ განაცხადა ის ბაჩანა ახალიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის # 7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ შსს ყოფილ მინისტრის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, რადაგნ # 7 დაწესებულებაში კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს, ვისაც ბაჩანა ახალაია ებრძოდა.