საპარლამენტო უმრავლესობა ფილიპ გორდონის საქართველოში ვიზიტს პოზიტიურად აფასებს. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დასავლური ღირებულებების დანერგვას.
,,საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ჩვენ განაცხადი უკვე გავაკეთეთ ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და დასავლური ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დანერგვა, ამ ყველაფრისთვის ხელშეწყობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ურთიერთობის დარეგულირება პარალელურად რუსეთთან ეს არის ჩვენი პრიორიტეტები, რაც გაცხადებულია. შესაბამისად, ასეთი დონის ვიზიტისას სწორედ ეს თემები არის პრიორიტეტული", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აშშ-ის ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში ფილიპ გორდონი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან გამართავს.