გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის გამო საგანგებო დახურულ სხდომას გამართავს. სხდომა დღეს გრინვიჩის დროით 2 საათზე დაიწყება.
სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელისა და პალასეტინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური აჰმედ ჯაბარი მოკლეს. თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ძალებმა ავაიდარტყმა ღაზას სექტორში მოძრავ ავტომობილზე მიიტანეს, რომელშიც პალესტინელი მეთაური იმყოფებოდა.
ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის აჰმედ ჯაბარის ლიკვიდაცია ღაზას სექტორში ექსტრემისტული დაჯგუფებების, მათ შორის, ჰამასისა და "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დასაწყისია.
ჰამასის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისრაელმა "ჯოჯოხეთის კარები გააღო"
რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ქვეყნის ხლისუფლებამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჰამასის დაჯგუფების ლიდერების ინდივიდუალური ლიკვიდაციის ტაქტიკის განახლებას.