ისრაელის სამხედრო ძალლების წარმომადგენელთა განცხადებით ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის აჰმედ ჯაბარის ლიკვიდაცია ღაზას სექტორში ექსტრემისტული დაჯგუფებების, მათ შორის ჰამაისა და "ისლამური ჯიჰადის" წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი ოპერაციის დასაწისია.
ჰამასის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ისრაელმა "ჯოჯოხეთის კარები გააღო"
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური აჰმედ ჯაბარი მოკლეს.
თვითმხილველთა განცხადებით, ისრაელის ძალებმა ავაიდარტყმა ღაზას სექტორში მოძრავ ავტომობილზე მიიტანეს, რომელშიც პალესტინელი მეთაური იმყოფებოდა.
რამდენიმე დღის წინ ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ქვეყნის ხლისუფლებამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჰამასის დაჯგუფების ლიდერების ინდივიდუალური ლიკვიდაციის ტაქტიკის განახლებას.