სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიაც ესწრება, რომელიც მინისტრთა კაბინეტს სეპარატისტების მიერ გუშინ სოფელ წებელდაში დაწყებულ სამხედრო წვრთნასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.
როგოც ბარამიამ სხდომის ადწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, წვრთნების უკან რუსეთის საოკუპაციო ძალები უნდა იდგნენ, რადგან აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ამის არც მატერიალური და არც სამხედრო რესურსი არ გააჩნიათ.
"ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე რუსეთის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად უნდა ვიყოთ" - განაცხადა ბარამიამ.
ამასთან, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავს. "აღნიშნულ სეპარატისტულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის ხსნით. იმის გათვალისინებით რომ აფხაზეთში წინასაარჩევნო ვითარებაა, არ არის გამორიცხული რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და ეს ქართულ მხარეს გადაბრალდეს", - განაცხადა ბარამიამ.