ზურაბ შამათავას ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შამათავასთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას ასაჩივრებენ. მოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელის ზურაბ შამათავს ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შამათავასთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც ჟურნალისტებნთან ზურაბ შამათავას ადვოკატმა დავით დეკანოძემ განაცხადა შესაბამის სარჩელს სააპელაციო სასამართლოში დღეს შეიტანენ.
,,ვაპირებთ გავასაჩივროთ ის გადაწყვეტილება, რომლითაც ზურაბ შამათავა, სასამართლოს განჩინებით, თანამდებობიდან გადააყენეს", _ განაცხადა ზურაბ შამათავას ადვოკატმა დავით დეკანოძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 72 საათში უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე ქვეითი ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს ზურაბ შამათავს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტა.