პროკურატურის მიერ გიორგი კალანდაძისთვის წაყენებული ბრალი დაუსაბუთებელია, _ განაცხადა ჟურნალისტებთან გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის ადვოკატმა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის კომენტირებისას.
,, წაყენებული ბრალი იმდენად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რომ ჩველ ალბათ, ამ ეტაპზე გვექნება სასამართლოს წინაშე შუამდგომლოპბა, რომ იგი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს", _განაცხადა კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
მისივე განცახდებით, გიორგი კალანდაძის მსგავსი მაღალი თანამდებობის პირებს, კანონის თანახმად, ბრალი უნდა წაუყენოს იუსტიციის მინისტრმა და არა პროკურორმა.
შეგახსსენებთ, რომ გიორგი კალანდაძეს, რომელსაც ბრალი სამსახურობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. კერძოდ: მთვარი პროკურორის განცხადებით, გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსიოს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს სასჯელს 5-8 წლამდე. ამასთან პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა