"2013 წლის ბიუჯეტში ვერ ვხედავთ ვერცერთ იმ დანაპირებს, რომლითაც ,,ქართული ოცნება" გამოდიოდა", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა 2013 წლის ბიუჯეტის კომენტირებისას.
გაბაშვილის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტში კონკრეტიკა არ ჩანს.
,,მომავალში უფრო დეტალურად შევისწავლით ბიუჯეტს, ახლა რაც ვნახეთ არც ერთი სოციალური პროექტი, არცერთი გეგმა, არც ერთი დაპირება გაწერილი და გაშლილი არ არის. ბიუჯეტში ვერ ვხედავთ ვერცერთ იმ დანაპირებს, რომლითაც ,,ქართული ოცნება" გამოდიოდა. მომავალში იმედი გვაქვს, რომ ბიუჯეტი უფრო დეტალური, ორიენტირებული იქნება კონკრეტულ საკითხებზე, თუ კონკრეტულ პროექტებზე, რომელზეც საუბარი იყო. ყოველ შემთხვევაში ახლანდელი ბიუჯეტი არ იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ რომელიმე პროექტი განხორციელდება", -განაცხადა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.