დღეს,13 ნოემბერს, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ფოტოგამოფენა "პანორამული პრაღა" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრისა და ილუსტრატორის ვაცლავ იანსის (1859-1913) გრაფიკული ნაწარმოებები, რომლებიც ასახავს ისტორიული ადგილის განუმეორებელ ხიბლს. გამოფენის ცენტრალური ობიექტია ლანგვეილოვური მოდელების ასლები, რომლებიც განთავსებულია დედაქალაქ პრაღის მუზეუმის მთავარ შენობაში. პრაღის ლანგვეილოვური მოდელი არის ქაღალდის მოდელი პრაღის ისტორიული ცენტრისა, რომელიც შექმნა 1826-1837 წლებში უნივერსიტეტის ბიბლოთეკის თანამშრომელმა ანტონინ ლანგველმა და საზომში 1:480 ასახვს პრაღის ისტორიული ცენტრის 2000-ზე მეტ ობიქტს, რომელთაგანაც ნახევარი დღეს არ არსებობს.
გამოფენის ბოლო ნაწილში , თანამედროვე ფოტოების დახმარებით, წარმოდგენილი იქნება ჩეხეთის დედაქალაქის ისტორიულ ძეგლები. მის სილამაზეს, მიმზიდველობას და განუმეორებელ გენია წარმოდგენილი იქნება დიდფორმატიან პანორამებში, რომლებიც წარმოადგენენ გამოფენის დომინანტურ ნაწილს. ეს ფოტოები შექმნა ცნობილმა ჩეხმა ფოტოგრაფმა პოლაკმა.
გამოფენა ,,პანორამული პრაღა" გააცნობს დამთვალიერებელს სახეცვლილებებს იმ ქალაქისას, რომელიც არის ქვეყნის დედაქალაქი 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩეხეთის ისტორიაში, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე.
გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.