კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს საღამოს მიიღო.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ნახევარ საათს გაგრძელდა. მისი განმარტებით, ბრალმდებელმა უარი თქვა ბრალდებაზე, რის შემდეგაც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა 25 მარტს ზუგდიდში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.