2012 წლის იანვარ-ოქტომბრში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ექსპორტმა 25.09 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 10,1 %-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლიდან 2012 წლის 1-ელი ნომებრის მდგომარეობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 200.868 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის გატარება მოხდა. იანვარ-ოქტმბრში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ექსპორტირებულ იქნა ასევე 2.577 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობი. სულ მილსადენით 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით განხორციელდა თურქმენეთში მოპოვებული დაახლოებით 4.8 მლნ ტონა ნედლი ნავთობის ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამტარუნარიანობა შეადგენს 50 მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში. 2011 წელს მილსადენით განხორციელდა დაახლოებით 32.225 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი, რაც 13 %-ით ნაკლების 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 2.237 მლნ ტონა თურქმენული ნედლი ნავთობი, რაც 76.1%-ით აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აქციონერები არიან, BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია, Chevron, Statoil, TPAO, Itochu, Amerada Hess, ENI, ConocoPhillips, Inpex, Total.