განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 20 მლნ. ლარით იზრდება. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და პროგრამების მართვაზე 12,251.0 ლარია გამოყოფილი, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევის პროგრამაზე- 121,520.0 ლარი. საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება 83,548.0 ლარით დაფინანსდება. რაც შეეხება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 67,800.0 ლარით განისაზღვრება. 36,898.7 ლარია გამოყოფილი ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას, 17,800.0 ლარით მცირდება. 2012 წლის ბიუჯეტი 49 მლნ 600 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. 2013 წლის პროექტის მიხედვით კი, მისი ბიუჯეტი 31 მლნ 100 ათასი ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები