14 ნოემბერს, 9:45 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ინიციატივით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება. ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას სურსათის მწარმოებლებს შორის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რასაც შედეგად გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე შესვლა მოჰყვება. ფორუმს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრება, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი სურსათის მწარმოებელი კომპანიების, საცალო ქსელების, მთავრობის წარმომადგენლები, კონსულტანტები და დარგის ექსპერტები.