გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. დაკითხვის დაწყებამდე კალანდაძეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ დაკითხვის შემდეგ კომენტარს მისი ადვოკატი გააკეთებს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში განაცხადა ის არ გამორიცხავს კალანდაძეს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.
,,გამორიცხული არ არის მომდევნო დღეებში კალანდაძის ბრალეულობა გამყარდეს", _ განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სასამართლომ კალანდაძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან 10 ნოემბერს გაათავისუფლა. კალანდაძე პატიმრობიდან გათავისუფლერბის შემდეგ აგრძელებდა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას. სასამრთლომ კი 11 ნოემბერს პროკურატურის შუამდგომლობა კალანდაძისთვის სამსახურეობრივიუ უფლებამოსილების შეწყვტის შესახებ დააკმაყოფილა.