თბილისის მერიისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით, საკონსულტაციო კომპანია "აიპიემ"-მა (IPM) საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ჯონ ლანგ ლასალ"-თან (ჟონეს Lანგ Lაშალლე) ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დეტალური უძრავი ქონების ბაზრის კვლევა განახორციელა. „საქართველოს უძრავი ქონების მიმოხილვა" GღEMO (Gეორგია ღეალ Eსტატე Mარკეტ Oვერვიეწ) მოიცავს ქვეყნის დიდი ქალაქებს, ასევე უძრავი ქონების ბაზრის ისეთ სექტორებს როგორიცაა: ინდუსტრიული (სასაწყობე და ლოჯისტიკური სივრცე), საოფისე, საცხოვრებელი, სასტუმროსა და დასასვენებელი ობიექტებისა და საცალო ვაჭრობის (ღეტაილ) ბაზრები. უძრავი ქონების ბაზრის შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგებიდან გამოსვლა ბიზნესმა 2010 წლიდან შეძლო და დაიწყო მდგომარეობის დასტაბილურება. 2011 - 2012 წლებში ფიქსირდება უძრავი ქონების ყველა სეგმენტში ბიზნესის ზრდა.
კვლევის მთავარი დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარი უფრო და უფრო სეგმენტირებული ხდება, აღარ არსებობს ერთი მთლიანი უძრავი ქონების ბაზარი, არამედ განიხილება ბაზარი, რომელიც შედგება სხვადასხვა შემადგენელი ნაწილებიდან, რომელიც დამოკიდებულია სექტორზე და მდებარეობაზე.
უძრავი ქონების სეგმენტირებული ბაზრის უკეთ გაცნობა ხელს შეუწყობს მისი განვითარების შემდგომ საფეხურზე გადასვლას. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს მოთხოვნაზე ფოკუსირება და მთავრობამაც და ბიზნესმაც განავითარონ ის ეკონომიკური სექტორები, რომლებშიც საქართველოს საერთაშორისო დონეზე კონკურენციის პოტენციალი გააჩნია.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების, ასევე ინვესტირებისთვის გამოვლენილი საინტერესო პოტენციალის და ნიშების გასაცნობად ქალაქის მერია კომპანია ჯონ ლანგ ლასალთან ერთად, 3-4 დეკემბერს აწყობს საერთაშორისო კონფერენციას თბილისში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რითეილისა (საცალო ვაჭრობის) და ლოჯისტიკის სექტორის პოტენციური ინვესტორები.